საქსტატის ბოლო მონაცემებით საქართველოში 2015 წელთან შედარებით 2016 წელს მოსახლეობის რაოდნეობა დაახლოებით 7 ათასი ადამიანით გაიზარდა და 3 მილიონ 720 ათასი შეადგინა. თუმცა, 2014 წელს მოსახლოების საერთო რაოდენობა 4 მილიონ 490 ათასი იყო. თუ კიდევ უფრო წინა წლების მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ რომ მაგალითად 2010-ში ეს რიცხვი 4 მილიონ 436-ს, 2006-ში 4 მილიონ 401 ათასს, ხოლო 2002-ში 4 მილიონ 355 ათასს შეადგენდა. აღსანიშნავია რომ კლება 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებით არის განპირობებლი, რომელიც მოსახლეობის დათვლის სრულიად ახალ მეთოდს გულისხმობდა.
საერთო რაოდნეობის კლების გარდა აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის ზრდის ხარჯზე თითქმის ყოველთვის მცირდება სოფლად მყოფი მოსახლოების რაოდენობა. ბოლო მონაცემით, ქალაქში 2 მილიონ 128 ათასზე მეტი, ხოლო სოფლად 1 მილიონ 592 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

























