მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში მოცვის მოსავლის აღება სრულდება - რა შედეგები აქვს სექტორს?

საქართველოდან მოცვის ექსპორტი გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობით ექსპორტირებულია 30,32 მილიონი დოლარის ღირებულების 4 392 ტონა მოცვი, რაც 6,6 მილიონი დოლარით აჭარბებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს.

ქართული მოცვის უდიდესი ნაწილი ტრადიციულად რუსეთის ბაზარზე გაიყიდა, ჯამში 6 თვეში რუსეთში თითქმის 28 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა. საექსპორტო ბაზრების ხუთეულშია სომხეთი პოლონეთი ნიდერლანდები და გერმანია. საქართველოში მოცვის მოსავლის აღება ფაქტობრივად დასრულებულია. კმაყოფილია თუ არა კერძო სექტორი წლევანდელი მოსავლიანობით?

სტუმარი: თორნიკე ფანჯავიძე - "საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის” პრეზიდენტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები