მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მსოფლიო ბრენდების ქურთუკების წარმოება დაიწყება და ევროკავშირის ბაზარზე გავა

5bdfe91a4fffb
თამუნა ქემერტელაძე
05.11.18 10:53
2155
საქართველოში მსოფლიო ბრენდების ქურთუკების წარმოება დაიწყება და ევროკავშირის ბაზარზე გავა, - ამის შესახებ bmg-ს საპარტნიორო ფონდში განუცხადეს. მათი თქმით, ურთიერთთანამშრომლობის საბოლოო შეთანხმება „საპარტნიორო ფონდსა“ და ძიანგსის ჰუაჟაო ENTEPRISE MANAGEMENT-ს შორის უკვე გაფორმდა.

„პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის აშენება, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის მაღალი ხარისხის ქურთუკები დამზადდება. საწარმოს მშენებლობა ქალაქ ტყიბულში გადაწყდა. პროექტის პირველი ეტაბის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარია. საქართველოში წარმოებული მსოფლიოში ცნობილი ბრენდული ქურთუკები ევროკავშირის ბაზარზე გამოჩნდება. მოლაპარაკებები „საპარტნიორო ფონდმა“ ჩინურ მხარესთან ამ თემაზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ბაზრის კვლევა და საქართველოში წარმოების გადმოტანის საკითხთან დაკავშირებული პროცედურები“ -აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები