მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მსოფლიო დონის ტანსაცმლის ბრენდის Marc O’Polo-ს მაღაზია გაიხსნა

642a84c204a46
BM.GE
03.04.23 13:00
2065
საქართველოში მსოფლიო დონის ტანსაცმლის ბრენდი Marc O’Polo გაიხსნა. ბრენდის პირველი ოფიციალური ფრანჩაიზინგული მაღაზია სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისშია“ წარმოდგენილი. მაღაზია განსხვავებული - THE SCANDINAVIAN STUDIO-ს კონცეფციის იქნება, რომელიც მთელ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმეა.

ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი და შემომყვანია კომპანია „Dressarium/დრესარიუმი“, რომელიც უკვე 5 წელია ოპერირებს და საქართველოში ისეთი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორიცაა: Hackett, Pepe Jeans, Lascana, Lion Of Porches, Mayoral და Original Marines.



“ჩვენი კომპანია ბრენდების შერჩევისას რამდენიმე ასპექტს ითვალისწინებს, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ხარისხსა და სტილზე ვამახვილებთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ შემოყვანილი ბრენდების ტანსაცმელი ქართველი მომხმარებლის გემოვნებას პასუხობდეს. Marc O’Polo გამოირჩევა განსაკუთრებულად დახვეწილი დიზაინითა და ხარისხით, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, ეს ბრენდი ბაზრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მოდის ბევრი მოყვარულისთვის გახდება გარდერობის განუყოფელი ნაწილი“- აცხადებენ „დრესარიუმში“.

შვედური ბრენდის შემოყვანის მოლაპარაკებებს „დრესარიუმი“ დაახლოებით ერთი თვე აწარმოებდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, შეთანხმება მალევე შედგა, ვინაიდან „დრესარიუმს“ მსოფლიოს წამყვანი და პრემიუმ კლასის ბრენდების შემოყვანის დიდი გამოცდილება აქვს.



„ძალიან კარგი პორტფელი გვაქვს და უცხოელ პარტნიორებში სანდოობით გამოვირჩევით“, - ამბობენ კომპანიაში.

ცნობისთვის, Marc O’Polo 1967 წელს სტოკჰოლმში შეიქმნა, ის მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც პრემიუმ კლასის, ტრენდული და დახვეწილი ყოველდღიური ტანსაცმლის ბრენდი. აღსანიშნავია, რომ კომპანიის სათაო ოფისი 80-იანი წლებიდან გერმანიაში მდებარეობს, თუმცა სკანდინავიურ სადა და დახვეწილ სტილს ბრენდი ამ დრომდე ინარჩუნებს.



მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანია უპირატესობას ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მასალებს ანიჭებს, რომელიც მის ყველა დეტალში საგრძნობია. Marc O’Polo-ს მიერ წარმოებული ტანსაცმლის 70% მდგრადი მასალითაა შექმნილი. კომპანია აღნიშნული მაჩვენებლის კიდევ უფრო ზრდაზე მუდმივად მუშაობს, რაც მის სოციალურ პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს.

ბრენდის წარმატებაზე მისი რიცხვებიც მიუთითებს. დღეისთვის Marc O’Polo-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $0,5 მლრდ-ს აღწევს. კომპანია მსოფლიო მასშტაბით 2 000-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები