მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მთის კვირეული დაწესდება

5bfbc9ae4b53c
BM.GE
26.11.18 14:23
697
საქართველოში მთის კვირეული დაწესდება, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ხელს შეუწყობს მთისა და მთის კურორტების განვითარებას და იქ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე ეფექტურ რეაგირებას.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მაღალმთიანი დასახლებების შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე 1730 დასახლებას მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, სადაც მცხოვრები 243 000 მოქალაქე კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათით სარგებლობს.

2017 წლის განმავლობაში, მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის გაცემულია 66 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება და დანამატები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები