ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში მწვანილის წარმოება მცირდება. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 7100 ტონა მწვანილი იწარმოა, 2022 წელს - 7400 ტონა, ხოლო 2021 წელს - 8500 ტონა. 2020 წელს კი 2023 წელთან შედარებით ნაკლები წარმოება იყო, შესაბამისად, პანდემიის წელს, ქვეყანაში მხოლოდ 6700 ტონა მწვანილი იწარმოა.
აღსანიშნავია, რომ მწვანილი საქართველოს ძირითადად ორ რეგიონში - იმერეთსა და ქვემო ქართლში იწარმოება. იმერეთში უფრო მეტი, მაგალითად გასულ წელს 4400 მწვანილის წარმოება გახდა შესაძლებელი, ქვემო ქართლში - 1100 ტონის, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე 1600 ტონა მოდის.
ცნობისთვის, რომ მწვანილის წარმოება ექსპორტის კლების პარალელურად მცირდება. დაახლოებით ორი თვის წინ, bm.ge-ის ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განუცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ყოველწლიურად საქართველოდან მწვანილის ექსპორტის კლება 10-20%-ის ფარგლებშია. როგორც Bm.ge-სთან ინტერვიუში ბეჟიტაშვილმა აღნიშნა, ამის მთავარი მიზეზი რუსეთის ბაზარზე ქართული მწვანილზე მოთხოვნის კლებაა.