მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის 8 ლოკაციის კვლევა იწყება

5886f2e341a34
BM.GE
24.01.17 10:23
6359
საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება, - გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ინვესტორი, 18 თვის განმავლობაში, 8 სხვადასხვა ლოკაციას შეისწავლის, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, მზის ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების შესახებ.

„ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, რომლისკენაც ჩვენ ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მივდივართ. როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, ქარელის რაიონში გაიხსნა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ალტერნატიული ენერგიების წყაროების ათვისებისა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ვფიქრობთ, ინვესტორებისგან კიდევ ძალიან საინტერესო წინადადებები გვექნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები