ქუთაისში მზის პანელების წარმოება დაიწყება, ამის შესახებ Bm.ge-ს ჰუალინგის თავისუფალკი ეკონომიკური ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა. მისი თქმით, კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება. პროექტი გერმანული ინვესტიციით ხორციელდება, კერძოდ მას გერმანულ-მექსიკური კონცერნი AE SOLAR აკეთებს, რომლის დამფუძნებლებიც გერმანული და მექსიკური კომპანიები არიან.
,, მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა საქართველოში პირველად კეთდება, საწარმო საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე 10 ათას კვადრატილ მეტრზე განთავსდება და წლიურად მინიმუმ 200 მეგავატი სიმძლავრის პანელებს დაამზადებს. ინვესტიცია მრავალმილიონიანია და საწარმოში 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ეს ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც ჩვენს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კეთდება, პრაქტიკულად, სიდიდით ხის გადამამუშავებელ და ფეროშნადნობების ქარხანას გაუტოლდება“ - განაცხადა სოსო ნიბლაძემ. ქუთაისში დამზადებული მზის პანელები ამერიკაში, გალფის ქვეყნებში და ევროპაში გაიყიდება. მისი რეალიზაცია რეგიონში, მათ შორის საქართველოშიც იგეგმება.

























