მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში  ნავთობისა და გაზის წარმოება გაიზარდა

ნავთობის წარმოება

საქართველოში ნავთობისა და გაზის წარმოება გაიზარდა.

"საქსტატის" მონაცემებით, 2023 წელს 9 თვეში ქვეყანაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოებამ 42.3 ათასი ტონას მიაღწია, რაც 2018 წლიდან 9 თვის წარმოების რეკორდული მაჩვენებელია. ზრდაა წლიურ ჭრილშიც. 2022 წლის 9 თვესთან შედარებით, წელს 11 900 ტონით მეტი ნავთობის და ნავთობპროდუქტების წარმოება მოხდა.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება წლების მიხედვით

  • 2023 წლის 9 თვე - 42.3 ათასი ტონა
  • 2022 წელი - 40.5 ათასი ტონა
  • 2021 წელი - 44.6 ათასი ტონა
  • 2020 წელი - 35.5 ათასი ტონა
  • 2019 წელი - 31.8 ათასი ტონა
  • 2018 წელი - 21.3 ათასი ტონა

რაც შეეხება ბუნებრივ გაზს - „საქსტატის“ მონაცემებით, 9 თვის მონაცემებით, შიდა წარმოება 11.6 მლნ კუბ.მეტრი იყო, შარშან ამავე პერიოდში 10.8 მლნ კუბ. მეტრი ბუნებრივი გაზის წარმოება მოხდა.

ბუნებრივი გაზის წარმოება წლების მიხედვით

  • 2023 წლის 9 თვე - 11.6 მლნ კუბ.მ
  • 2022 წელი - 13.7 მლნ კუბ.მ
  • 2021 წელი - 14.9 მლნ კუბ.მ
  • 2020 წელი - 8.2 მლნ კუბ.მ
  • 2019 წელი - 8.9 მლნ კუბ.მ
  • 2018 წელი - 9.1 მლნ კუბ.მ

აღსანიშნავია, რომ როგორც ნავთობის და ნავთობპროდუქტების, ასევე ბუნებრივი გაზის კუთხით საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები