მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ნახშირწყალბადების პოტენციალის შესახებ ანგარიში მომზადდება

5c2a07716e744
თელარა გელანტია
31.12.18 16:31
743
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ფრანგულ კომპანია „ტოტალს“ შორის გეოლოგიური და გეოფიზიკური მასალების შესწავლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, „ტოტალი“ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად საქართველოს საზღვაო და სახმელეთო ტერიტორიის ნახშირწყალბადების პოტენციალს შეაფასებს.

როგორც ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი გიორგი ტატიშვილი აცხადებს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია „ტოტალთან“ თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიერ გადაცემული მასალების შესწავლის შედეგად კომპანია „ტოტალი“ და სააგენტო ერთობლივად შეძლებენ ქვეყანაში ნავთობისა და გაზის სამომავლო აღმოჩენების პოტენციალის განსაზღვრას“ - აცხადებს ტატიშვილი.

საქართველოში ნახშირწყალბადების პოტენციალის შესახებ საბოლოო ანგარიშს კომპანია 2019 წლის ივნისში დაასრულებს და სააგენტოს გადასცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები