საქართველოში ნედლი რძის დეფიციტია, ფალსიფიცირებული ყველის წარმოება კი გაიზარდა
BM.GE
31.03.23 16:15
• 306
ყველის მწარმოებლები ქვეყანაში ყველის უკონტროლო, ფალსიფიცირებულ წარმოებაზე საუბრობენ. როგორც ისინი ამბობენ, ამ მიმართულებით არალეგალური წარმოების ფაქტები განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ გახშირდა, რადგან ბაზარზე ნედლის რძის წარმოება შემცირდა, მისი ღირებულება კი რეკორდულად გაიზარდა. რა ხდება რძის პროდუქტების ბაზარზე, რა ძირითად გამოწვევებზე საუბრობენ მწარმოებლები და აფერხებს ქართული ყველის ექსპორტს?