„საქართველოში ობლიგაციების ბაზარს განვითარების მეტი შესაძლებლობა აქვს“, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე აცხადებს.
მისი თქმით, ქვეყანაში, როგორც საფონდო ბირჟის, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია რომ საპენსიო რეფორმა ამოქმედდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ფინანსური ბაზრის განვითარებისთვის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითრება. წინ გადადგმულ ნაბიჯებს ვხედავთ ობლიგაციების ბაზარზე და პოტენციალიც ამ მხრივ უფრო დიდია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიძგი იქნება საპენსიო რეფორმა, რომელსაც ველოდებით და რომელიც გააჩენს გრძელვადიან ლარის კაპიტალს ქვეყანაში“, - ამბობს კიკნაველიძე.

























