Black Sea Arena საქართველოში 2024 წლის კამპანიას - „Starring Georgia“-ს იწყებს და ქვეყანაში დაგეგმილი კონცერტების თარიღებსა და მსოფლიოში ცნობილი პოპულარული არტისტების სიას აქვეყნებს. მათი ცნობით, წელს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ქვეყანას OneRepublic-ი, Jungle და Scorpions-ი ეწვევიან. ამ ეტაპისთვის, ცნობილი ხდება რომ კონცერტები შეკვეთილში Black Sea Arena-ს ტერიტორიაზე მიმდინარე წლის გაზაფხულ-ზაფხულში გაიმართება. რა ეფექტის მომტანია ჩექინ ჯორჯიას, შემდეგ სტარინგ ჯორჯიას კამპანია, რომელსაც ამჯერადაც სახელმწიფო აფინანსებს და რატომ ზღუდავს ადგილობრივ პრომოუტერებს სახელმწიფო, რომელიც გარკვეულწილად შოუ ბიზნესში შევიდა?