მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ორი ახალი საავტომობილო ბრენდი Changan-ი და Lynk&Co შემოვიდა

საქართველოში ორი ახალი საავტომობილო ბრენდი Changan-ი და Lynk&Co შემოვიდა
20.11.24 14:19
212

„ეს არ ჯგუფმა“ ქართულ ბაზარზე ორი ახალი საავტომობილო ბრენდი Changan-ი და Lynk&Co შემოიყვანა.

ახალი საავტომობილო ბრენდები მარშალ გელოვანის N52-შია წარმოდგენილი.

კომპანიის დირექტორი, გიორგი ჩაჩანიძე, BMG-სთან ინტერვიუში „ეს არ ჯგუფის“ შესახებ დეტალებს ყვება და აღნიშნავს, რომ კომპანია ავტოინდუსტრიაში 2001 წლიდან დღემდე წარმატებით ოპერირებს.

რაც შეეხება საავტომობილო ბრენდებს - Changan-ი ერთ-ერთი უმსხვილესი, ჩინური კომპანიაა, რომლის ისტორიაც 1862 წელს იწყება.

„ჩვენს შოუ-რუმში 8 მოდელი იქნება წარმოდგენილი, რომელიც თავის ინოვაციურობით, დახვეწილი დიზაინით და მისაღები ფასებით გამოირჩევა“.

მაგალითად, Changan-ის UNI სერიის ავტომობილებზე ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს შევთავაზებთ, რაც 6 წლიან გარანტიას ან 250 000 კმ-ს და ძალიან მისაღებ ფასებს მოიცავს“, - გვეუბნება „ეს არ ჯგუფი საქართველოს“ დირექტორი.

მეორე ბრენდი კი 2016 წელს დაარსებული, Volvo-სა და Geely Corporation-ის შვილობილი, Lynk&Co-ა. გიორგი ჩაჩანიძე აღნიშნული ბრენდის შესახებ დეტალებსაც გვიზიარებს.

„Lynk&Co ევროპულ ბაზარზეა გათვლილი და თავის მომხმარებლებს ინოვაციურ, თანამედროვე სისტემებს სთავაზობს. მაგალითად, ისეთებს, როგორიც ავტონომიური მოძრაობა, უსაფრთხოების უმაღლესი სისტემები, დახვეწილი დიზაინი და უმაღლესი ხარისხია“, - აცხადებს BMG-სთან საუბრისას გიორგი ჩაჩანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები