მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში ორი მიზიდულობის ცენტრი თბილისსა და ქუთაისში იქნება"

5ab3c782b978a
მაია ბიწაძე
22.03.18 21:00
1873
"ორ მიზიდულობის ცენტრს ვქმნით თბილისსა და ქუთაისში, ტურისტებმა უნდა შეძლონ ორი, მაქსიმუმ ორ-საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერ ტურისტული დანიშნულების ადგილამდე მისვლა კომფორტული და უსაფრთხო გზით“ - ამის შესახებ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.

"თბილისიდან ეს არის გუდაურის, კახეთის მიმართულება, წითელი ხიდი-სადახლო, მარნეული-დმანისი-ბოლნისის მიმართულებები, ამიტომ ყველა ამ პროექტს ვიწყებთ წელს. კახეთისა და წითელიხიდი-სადახლოს მიმართულებით ცოტა მოგვიანებით გამოვაცხადებთ ტენდერებს, რადგან ალბათ ზაფხულის პერიოდში გვექნება დეტალური პროექტები ამ მონაკვეთებზე.

ასევე მნიშვნელოვანია მთის გზები რასაც ვაკეთებთ, ძალიან მალე დავიწყებთ რაჭის მიმართულებით გზის მშენებლობას, ასევე წელს ვიწყებთ პირველად სამუშაოებს ბაღდათიდან აბასთუმნის მიმართულებით, წელსვე დაიწყება მუშაობა თუშეთს გზაზე და ყაზბეგის მიმართულებით, ანუ იკვრება ეს გზა. პროექტებს ვიღებთ ნაწილ-ნაწილ და როგორც კი შემოგვდის, მაშინვე ვიწყებთ სატენდერო პროცედურებს. ასევე ვიწყებთ ხულო-ზარზმას მონაკვეთს, ორ კვირაში მოვაწერთ ხელს კონტრაქტორთან ხელშეკრულებას ამ გზის მშენებლობაზე“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

მისივე განმარტებით, 2017 წელი საკამოდ წარმატებული წელი იყო, ჯამში სამინისტრომ და მასზე დაქვემდებარებულმა სტრუქტურებმა 945 პროექტი განახორციელეს.

"ციფრებში თუ გადავიყვანთ, ჩვენი ბიუჯეტის შესრულებამ შადგინა მილიარდ 355 მილიონი ლარი, 210 მილიონით გადავაჭარბეთ დაგეგმილ ბიუჯეტს. საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები შვასრულეთ, ჯამში 945 პროექტი განხორციელდა უამრავი მიმართულებით იყო ეს პროექტები, დაახლოებით 40 კილომეტრი ახალი გზა დაიგო და 200 კილომეტრ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 37 ხიდს და 13 ახლი ხისდი აშენდა", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები