მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პედიატრიული ნეიროქირურგიის ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი ჩატარდა

საერთაშორისოდ აკრედიტებული პედიატრიული ცენტრის, იაშვილის საავადმყოფოს ორგანიზებით საქართველოში პედიატრიული ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის ქართულ-გერმანული სიმპოზიუმი გაიმართა, სადაც ნეიროქირურგიის მიმართულებით თანამედროვე გამოწვევები და აქტუალური საკითხები იქნა განხილული. სიმპოზიუმზე მოხსენით გამოვიდნენ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგები, ნევროლოგები და შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, პედიატრიული ნეიროქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ულრიხ ვილჰელმ თომალე. აღსანიშნავია, რომ ქართველ და გერმანელ ნეიროქირურგებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში პედიატრიული ნეიროქირურგიისა და ნევროლოგიის სიმპოზიუმი რიგით მეორედ ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით დარგის 150-მდე სპეციალისტი გააერთიანა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იაშვილის საავადმყოფო რეგიონის მასშტაბით პირველი პედიატრიული ცენტრია, რომელმაც პაციენტების უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მიმართულებით ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები