ციფრული აქტივებისა და Crypto Exchange კომპანია ბიტნეტმა, ჰალვინგის მოახლოებით გამოწვეული კრიპტო ბუმის პარალელურად, საქართველოში პირველად, ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ახალი ქოინები შესთავაზა საკუთარ მომხმარებელს.
ბიტნეტის პლატფორმა უკვე არის ყველაზე სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო. ახლა კი - კომპანიის მიზანს სერვისებისა და პროდუქტის გამრავალფეროვნება წარმოადგენს.
ბიტნეტის პლატფორმაზე არსებულ ტოპ ქოინებს, მზარდი პერსპექტივის მქონე 8 ახალი ქოინი დაემატა, ესენია: ოპტიმიზმი, ნეარი, ჩეინლინკი, არბიტრუმი, ავალანჩი, ბონკი, USDC და ვიფი.
ზემოთ ნახსენები კრიპტოვალუტები CoinMarketCap-ის TOP 50-ში შედიან და დიდი პოპულარობით სარგებლობენ როგორც დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში, ასევე ბლოქჩეინ ქომუნითიში. 2024 წელს დაწყებულმა "კრიპტო ჰაიპმა" კი მათი ფასების სწრაფი ზრდა განაპირობა, რამაც ბევრი ინვესტორის ყურადღება მიიქცია.
კომპანია მომხმარებელს ახალ, ექსკლუზიურ პირადი კრიტო ასისტენტის სერვისს სთავაზობს, რომლის დახმარებითაც ის მიიღებს პროფესიონალურ რჩევებსა და რეკომენდაციებს თრეიდინგთან და წარმატებულ კრიპტო ინვესტირებასთან დაკავშირებით.
სერვისით სარგებლობისთვის, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ბიტნეტის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს ნომერზე: 032 205 00 22 და მოითხოვოს პირად კრიპტო ასისტენტთან კონსულტაციის ჩანიშვნა დისტანციურად ან ბიტნეტის ოფისში მისამართზე: King David-ის ბიზნეს ცენტრი.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბიტნეტის პლატფორმაზე კრიპტოს გარანტირებულ დაცვასა და მომხმარებლის კრიპტოვალუტების უსაფრთხოდ შენარჩუნებას Fireblocks-ის მრავალშრიანი სისტემა უზრუნველყოფს.
გახდი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ქოინების ერთ-ერთი პირველი მფლობელი მხოლოდ ბიტნეტის პლატფორმაზე: https://bit.ly/3UXjo3O