პირველად საქართველოში, One Point-ის ორგანიზებით 19 ივლისს, წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ ბიზნეს სამიტი „მერიტო“ ჩატარდა, რომელმაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების საზეიმო დაჯილდოება „მერიტო“ და აგრეთვე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ნეთვორქინგ აქტივობები გააერთიანა. „მერიტო“ პროფესიონალების ყოველწლიური დაჯილდოებაა, რომლის მიზანიც შიდა კორპორაციული მეწარმეობის წახალისება, დარგების განვითარება და ასევე ბიზნესში მოქმედი პროფესიონალების დაფასება და აღიარებაა.