4 ოქტომბერს, საქართველოში, ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით, პირველად ესთეტიკური მედიცინის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე ქვეყნის პროფესიონალი სპეციალისტები და მედიცინის საერთაშორისო ექსპერტები გაერტიანდნენ, რომლებმაც ერთი მხრივ, ახალშექმნილი ასოციაციის მიზნებსა და სტრატეგიაზე ისაუბრეს, ხოლო მეორე მხრივ დარგის განვითარებისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს.