მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში პირველად ნორვეგიის საელჩო იხსნება

5d79024ac556f
თელარა გელანტია
11.09.19 18:17
1718
ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში ჰელენა სანდ ანდრესენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად იხსნება ნორვეგიის საელჩო.

საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში გაჟღერდა.

„ელჩთან შეხვედრაზე დადასტურდა საქართველოსა და ნორვეგიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ურთიერთობების გაღრმავების მზაობა.

დავით ზალკალიანმა, ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით საქართველოს ძალისხმევაზე.

ჰელენა სანდ ანდრესენმა აღნიშნა, რომ ნორვეგია უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები