8-9 ივნისს საქართველოში პირველი ნორდიკული ფესტივალი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ გასცნობოდნენ ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და დანიის კულტურას, ლიტერატურას, ინოვაციებს. ფესტივალის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდა პირადად შეხვედროდა სკანდინავიური ქვეყნების ელჩებს. ნორდიკულ დღეებზე ასევე წარმოდგენილი იყო კერძო სექტორი, რომელიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულია სკანდინავიურ ქვეყნებთან. ფესტივალის ერთ-ერთი სპონსორი იყო ნორვეგიული Clean Energy Invest რომელიც Tata Power-თან ერთად ფლობს საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ ენერგო კომპანიას ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’. ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სატიშ ბჰატმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალის ფარგლებში გამართულ კორპორაციული მდგრადობის საპანელო დისკუსიაში, სადაც ისაუბრა მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე, გამოწვევებზე, მიღწევებზე და იმ საქმიანობაზე რასაც კომპანია ამ მიმართულებით ახორციელებს. ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრია და მდგრადი განვითარება კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს.