გუშინ საღამო,თბილისში, გაიმართა ღია კარის დღე/ღონისძიება „პატარა ნაბიჯები – დიდი მომავალი“ (Little Steps – Big Future). შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოში პირველ ოფიციალურ მონტესორის ბაღი, საბავშვო ბაღზეა საუბარი რომელიც ქართველ პარტნიორებთან ერთად მონტესორის ფონდის პრეზიდენტი, მონტესორის საერთაშორისო საბჭოს დამფუძნებელი ტიმ სელდინი (Tim Seldin) გაუძღვა. ჩემგან განსხვავებით, რადგან გუშინ ჯანდაცვის სტანდარტის ძალიან საინტერესო გადაცემას ვამზადებდით თქვენთვის, პრეზენტაციას დაესწრო BMG-ს გადამღები ჯგუფი, ლიკა მეგუთნიშვილი ეზიარა მონტესორის მეთოდს და გაარკვია იმ უპირატესობებზე რომლითაც მონტესორის პრინციპები გვეხმარება, შევქმნათ გარემო, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ბუნებრივ განვითარებას.
სტუმარი: ნიკა გამყრელიძე - „მონტესორი უნივერსი“, თანადამფუძნებელი