ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოში რამდენიმე თვეში სურსათის ბანკი ამოქმედდება.
პარლამენტმა „სურსათის დანაკარგების, სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონი, გასული წლის ოქტომბერში რამდენიმე წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო. მისი სრულად ამოქმედება 2025 წლის 1 იანვრამდე იგეგმება. იქამდე კი, იქნება საპილოტე პროგრამები. პირველი ამ მიზნით შერჩეული ბანკი, წყალტუბოში ამოქმედდება.
საპილოტე პროექტს ორგანიზაცია People In Need განახორციელებს სახელწოდებით – “მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით”.
ცნობისთვის, ჩეხეთის საელჩომ 13 მარტს პროექტის პრეზენტაცია გამართა, სადაც აღინიშნა, რომ პროექტი ხორციელდება 2023-2026 წლებში და იგი ეყრდნობა სურსათის უსაფრთხოების, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების სფეროებში PIN-ისა და წითელი ჯვრის მოძრაობის გლობალურ გამოცდილებას.