მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პოლონეთის დღეები დაიწყო

BM.GE
21.11.22 10:20
297
პოლონური დღეები საქართველოში 18 ნოემბერს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიხსნა და წელსაც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პარტნიორობით ტარდება, 3 დეკემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებას პოლონური ბრენდების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ისინი ვინც საქართველოს ბაზარზე პროდუქციის შემოტანით არიან დაინტერესებულები და ამისთვის პარტნიორს ეძებენ. შერატონში გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებს შორის დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებიც იყვნენ, ისინი პოლონური კომპანიების პროდუქტებს გაეცნენ რათა სურვილის შემთხვევაში მათთან სავაჭრო ურთიერთობები დაამყარონ. 

პოლონეთის დღეების მთავარი მიზანი და დანიშნულება ორი ქვეყნის ბიზნესებისთვის გამოცდილების გაზიარება და იმ შესაძლებლობების წარმოჩენაა, რომელიც საქართველო პოლონეთის მეგობრულმა და პარტნიორილმა ურთიერთობამ ორ ქვეყანას შეუძლია მოუტანოს. პოლონური დღეების კვირეული უკვე ტრადიციად იქცა - 2022 ში როგორია გზავნილი და რამდენი კომპანიაა ჩართული.

სტუმრები: ივა ჭყონია - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, პრეზიდენტი;
გვანცა გრიგალაშვილი - პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები