მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ წარმოებული მედიკამენტების იმპორტი შეჩერდა;

საქართველოში პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ წარმოებული მედიკამენტების იმპორტი შეჩერდა. მიზეზი GMP-ის სტანდარტები და შესაბამისი მარეგულირებელი მოთხოვნებია.საუბარია ძირითადად ბელარუსიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და მოლდოვიდან სამკურნალო საშუალებების იმპორტზე, რომელთაც სახელმწიფო რეგისტრაცია შეუჩერდათ. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქტების ნაცვლად ბაზარზე წარმოდგენილია ევროპული წარმოების ალტერნატივები, რომელთა ფასებიც განსხვავებულია. შესაბამისად, პროდუქციის ფასებს შორის სხვაობა არ უკავშირდება ფარმაცევტული კომპანიებისა თუ სააფთიაქო ქსელების მიერ ხელოვნური დეფიციტის შექმნას.

სტუმარი: ილონა კოკიაშვილი - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები