მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების პირველი საწარმო აშენდება

5b0d2321ece4f
BM.GE
29.05.18 13:52
1423
საქართველოში პროტეინებისა და სხვა საკვები დანამატების პირველი საწარმო აშენდება - ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით განხორციელდება.

პროექტის ჯამური ინვესტიცია მილიონ 733 ათასი ლარია. ადგილზე 40 ადამიანი უნდა დასაქმდეს.

ბიზნესის მხარდასაჭერად შპს "კომპავა ჯორჯიას“ თბილისში, ორხევის დასახლებაში, სამრეწველო ზონაში მდებარე 4800.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა გადაეცა.

ახალ საწარმოში წელიწადში 40 ტონა სხვადასხვა საკვები დანამატების, მათ შორის პროტეინების, კრეატინების და ამინომჟავების წარმოება მოხდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ წარმოებული პროდუქციით იმპორტის ნაწილის ჩანაცვლება მოხდება, ხოლო გარკვეული რაოდენობა ამიერკავკასიის ბაზარზე გავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები