"არსებული კვლევების საფუძველზე საქართველოში ქარის რესურსების ჯამური სავარაუდო პოტენციალი 1,450 მეგავატია, ხოლო მათი საშუალო წლიური გამომუშავება – 4,160 მლნ.კვტ.სთ", - სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის მიყიდვის შემთხვევები (ხელშეკრულებები) 2016 წელს არ დაფიქსირებულა, რაც ძირითადად განპირობებულია ელექტროენერგეტიკულ სექტორში კონკურენციის დაბალი დონით.
"ზოგადი საკანონმდებლო ბაზა განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის მიმართულებით ძალზე სუსტია - არ არსებობს სპეციალური კანონი ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ. გარდა ამისა, საჭირო და აუცილებელია, რომ მოხდეს ქვეყნის განახლებადი ენერგიის რესურსების როგორც ტექნიკური, ისე ეკონომიკური პოტენციალის შეფასება და შესწავლა, რათა უფრო ეფექტიანად და მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე მოხდეს მათი ათვისება. ასევე მნიშვნელოვანია როგორც ზოგადად ენერგოსტატისტიკის, ისე განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ დეტალური სტატისტიკის წარმოება, რაც ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მოთხოვნაცაა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ბოლოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით და დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით შემუშავდა საქართველოს ენერგოეფექტიანობის ეროვნულ სამოქმედო გეგმის პროექტი", - განმარტავენ სემეკში.

























