მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში "დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე" აღინიშნა

635b9bdeca443
BM.GE
28.10.22 12:54
940
„კერხერის“ ინიციატივით, საქართველოში "დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე" აღინიშნება. უკვე სამი წელია ოქტომბრის მესამე კვირაში კომპანია დიასახლისების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენს სამუშაო გარემოს აწესრიგებენ და არა მხოლოდ, მადლიერებას სხვადასხვა ფორმით გამოხატავს.

წელს „კერხერმა“ სუფთა სამყაროსთან ერთად მადლობა გადაუხადა ქსნის "მინის ქარხნის" დასუფთავების პერსონალს. კომპანიებში „კერხერსა“ და „სუფთა სამყაროში“ იმედს გამოთქვამენ, რომ მადლიერების დღის აღნიშვნას კიდევ ბევრი კომპანია შეუერთდება, რადგან ეს თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანი მოტივატორი გახდება.

„დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღესთან“ დაკავშირებით bm.ge კომპანიების „კერხერი“ და „სუფთა სამყარო“ ხელმძღვანელებს ესაუბრა:

როდიდან აღინიშნება „დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე“ და რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა? „კერხერის“ მმართველი დირექტორი ნიკოლოზ ბათირაშვილი: „დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღის“ იდეა 2015 წელს ახალ ზელანდიაში დაიბადა, სადაც თანამშრომლობა შედგა ადგილობრივი დასუფთავების კომპანიასა და „კერხერს“ შორის. მათ ერთობლივად გადაუხადეს მადლობა დასუფთავების პერსონალს და გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები. ეს იდეა მოგვიანებით გავრცელდა „კერხერის“ წარმომადგენლობებში სხვადასხვა ქვეყნების მასშტაბით და 2018 წლიდან საქართველოშიც აღინიშნება. „კერხერი“ წარმოადგენს ამ დღის დაარსების ინიციატორს და აქტიურად მოუწოდებს სხვა კომპანიებს მონაწილეობისკენ. „დასუფთავების თანამშრომლების მადლიერების დღე“ აღინიშნება ოქტომბერში, მესამე კვირის ოთხშაბათს, სამუშაო დღეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს დღე განსაკუთრებულია და აუცილებელია დასუფთავების თითოეული თანამშრომელი იყოს აღიარებული და დაფასებული. გულითადად ვუხდით მათ მადლობას გაწეული ყოველდღიური სამსახურისთვის, ჩვენი სამუშაო გარემოს ყოველდღიური სისუფთავისთვისა და უსაფრთხოებისთვის“.



რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად არის გამოხმაურება საქართველოში სხვა კომპანიების მხრიდან, რომ მადლიერების დღეს შეუერთდნენ, ნიკოლოზ ბათირაშვილი პასუხობს: „დიახ, საქართველოში ჩვენ პირველივე დღიდანვე ვთანამშრომლობთ დასუფთავების ერთ-ერთ დიდ კომპანიასთან - „სუფთა სამყაროსთან“ და მათთან ერთად ყოველ წელს ვსტუმრობთ სხვადასხვა პარტნიორ კომპანიას. 2019 წელს ეს დღე აღვნიშნეთ „ევოლუშენში“, 2021 წელს „მწვანე ოფისსა“ და „BDO“-ში, მიმდინარე წელს კი ქსნის მინის ქარხანაში შევხვდით დასუფთავების პერსონალს და გადავუხადეთ გულითადი მადლობა მათი ღვაწლისთვის.

ყოველ წელს „კერხერი“ და „სუფთა სამყარო“ ერთად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტ კომპანიას მოვუწოდოთ, რათა აღნიშნონ ეს დღე და დაამკვიდრონ ქართულ რეალობაშიც. იმედი გვაქვს, რომ ამ დღის აღნიშვნა იქცევა ტრადიციად და კიდევ უფრო მეტი კომპანია შემოგვიერთდება მომავალში“.

რაც შეეხება „სუფთა სამყაროს“, კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია დიასახლისებისთვის მადლიერების გამოხატვა და რამდენად ზრდის მოტივაციას მათთვის, კომპანიის დამფუძნებელი აპოლონ გოლეთიანი პასუხობს: „ერთი შეხედვით, დასუფთავების პროცესი მარტივად წარმოსადგენია, მაგრამ თუ მოსინჯავთ თუნდაც საკუთარი ბინის დასუფთავებას, ადვილად დარწმუნდებით, რამხელა ძალისხმევა სჭირდება ამ საქმიანობას. ნამდვილად დასაფასებელია დასუფთავების სპეციალისტების შრომა, რადგან ისინი ყოველდღიურად ცდილობენ, რომ ჩვენთვის კომფორტული საცხოვრებელი, თუ სამუშაო გარემო შექმნან. მათ მიმართ გულწრფელი მადლიერების გამოხატვა ნამდვილად გარკვეული მუხტისა და მოტივაციის მიმცემია.

მომავალ გეგმებზე საუბრისას კი აპოლონ გოლეთიანი ამბობს, რომ შემდგომში შეეცდებიან მეტი ორგანიზაცია ჩაერთოს აღნიშნულ კამპანიაში.



„ამ ინიციატივისთვის მადლობას ვუხდით კომპანია „კერხერს“. ჩვენ ამ დღეს ერთობლივად, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად აღვნიშნავთ უკვე სამი წელია, რაც ტრადიციად დავამკვიდრეთ და აუცილებლად განვაგრძობთ. ამასთან ვეცდებით, რომ შემდგომში მეტი ორგანიზაცია ჩავრთოთ ამ კამპანიაში და ყოველ წელს რაც შეიძლება მეტი სპეციალისტის მიმართ გამოვხატოთ პირადი მადლიერება“, - ამბობს აპოლონ გოლეთიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები