საქართველოში ქვანახშირის წარმოება გაიზარდა. მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყანაში ქვანახშირის წარმოება 115 400 ტონა იყო, ზრდა წლიურ ჭრილში 7.3%-ია. 2022 წლის 9 თვეში ქვანახშირის წარმოებამ 107 500 ტონა შეადგინა. 2022 წლის ჯამური წარმოება 146.3 ათასი ტონა იყო.
2018 წლის შემდეგ ქვანახშირის ექსპორტი ძალიან უმნიშვნელოა, 2022-23 წლებში კი, ექსპორტზე პროდუქცია არ გასულა, ის, იმპორტირებულ ქვანახშირთან ერთად, სრულად შიდა მიწოდებისთვის გამოიყენება. წელს ქვეყანამ 197 900 ტონა ქვანახშირის იმპორტი განახორციელა. შიდა მიწოდებამ ჯამურად, 288 ათასი ტონა შეადგინა.