მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტი მცირდება

5d496e4a6564a
BM.GE
06.08.19 17:50
1814
საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერისთვის FAO-ს და EBRD-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდი - georgiandairy.org ქვეყანაში რძის ფხვნილის ფასების შესახებ წერს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფასების ზრდასთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირებულია. 

"ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაზე დაყრდნობით, ივლისში საქართველოში იმპორტირებული მოხდილი მშრალი რძე (რძის ფხვნილი) უფრო მეტად გაძვირდა. ფასების ზრდის ტენდენცია გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო. საყურადღებოა, მაგრამ არა საგანგაშო, რომ ფხვნილის იმპორტი რაოდენობაში ბოლო 3 თვეა მაინც იზრდება: თვიდან-თვემდე რაოდენობის დინამიკა როგორც წესი მაღალი ცვალებადობით ხასიათდება და ზრდის ტენდენციის დაწყებაზე საუბარი ჯერ უადგილოა. გასულ წელთან შედარებთ, ფხვნილის იმპორტის რაოდენობა შემცირებულია როგორც წლის პირველი 7 თვის ჯამში, ისე ბოლო 3 თვის ჯამშიც.

2019 წლის ივლისში საქართველოში კილოგრამი იმპორტირებული რძის ფხვნილის საშუალო (CIF) ღირებულებამ 2.3 აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ფხვნილის იმპორტის მოცულობა 1.9 მილიონი აშშ დოლარი გახლდათ, მისი რაოდენობა ნედლი რძის ექვივალენტში კი - 8.9 მილიონი ლიტრი.

წლიდან წლამდე საქართველოში იმპორტირებული ფხვნილი 30%-ით გაძვირდა. ფასის მატება უფრო მაღალია ლარში, მისი კურსის გაუარესების გამო. აღსანიშნავია რომ ფხვნილი საერთაშორისო ბაზრებზეც გაძვირებულია.

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA-ს) მიხედვით, ფხვნილი შეზღუდული რაოდენობით იწარმოება რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მისი ფასების გამყარებას საერთაშორისო დონეზე.

პირველი 7 თვის ჯამში, საქართველოში 9.9 მილიონი დოლარის ფხვნილი შემოვიდა (-2.5% წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან), მისი ჯამური რაოდენობა კი ნედლი რძის ექვივალენტში 50.8 მილიონი ლიტრი გახლდათ (-14.3% წინა წელთან).

7 თვეში 50 მილიონი ლიტრი ნედლი რძის წარმოებას საქართველოში დაახლოებით 11,000 მაღალპროდუქტიული ჯიშის ძროხა დასჭირდებოდა.

ფხვნილის იმპორტის რაოდენობა ბოლო 3 თვეა სწრაფად იზრდება, თუმცა აღნიშნულ პერიოდში (მაისი-ივლისი) წელს 13%-ით უფრო ნაკლები ფხვნილის იმპორტი განხორციელდა ვიდრე შარშან.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველო რძის ფხვნილს არ აწარმოებს, შესაბამისად რიცხვები რასაც სტატისტიკაში ვხვდებით რე-ექსპორტია, რომლის მისი მოცულობები იმპორტთან შედარებით უმნიშვნელოა,"- აღნიშნავს ვებგვერდი. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები