მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში რეალიზებული გუდის ყველის 80% ფალსიფიცირებულია"

5ae08c4261c90
მაია ბიწაძე
25.04.18 18:09
2042

საქართველოში რეალიზებული გუდის ყველის 80% ფალსიფიცირებულია, - ამის შესახებ Bm.ge-ს თუშმა მეყველემ, კოოპერატივ ,,ალაზნისთავის“ დამფუძნებელმა, პაატა აბულიძემ განუცხადა, მისი განმარტებით, საქართველოს ბაზარზე ბევრი ყველი ხვდება, რომელსაც თუშური ტრადიციით დამზადებულ გუდის ყველთან საერთო არაფერი აქვს და ხდება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა.

"თუშეთში წარმოებული 500 კილოგრამი ყველი ძალიან მიზერული მოცულობაა საქართველოს ბაზრისთვის, რაღაც 2 თვის მარაგია. ამის გარდა, 2-3 ათასი ტონა ყველი ჯავახეთში და თრიალეთის მთებისკენ მდებარე სოფლებში იწარმოება. ეს ყველი თუშური ტრადიციით არ მზადდება, მას აზერბაიჯანელები, სომხები სხვა ტრადიციებით ამზადებენ, თუმცა ბაზარში ალვანის ყველის სახელწოდებით იყიდება. ამ ყველს მძაფრი სუნი ასდის, სწორედ აქედან მოდის მოსაზრება, რომ გუდის ყველს ცუდი სუნი აქვს, რაც ჯერ კიდევ ე.წ კომუნისტების დროიდან არის შემორჩენილი. მაგრამ, ეს არაა თუშური გუდის ყველი, მას არ აქვს ადგილწარმოშობის სერთიფიკატი, ვერ მოწმდება და აქედან გამომდინარე ბაზარზე ვისაც რას უნდა, იმას ყიდის და მომხმარებლამდე მიდის ფალსიფიცირებული ყველი.

ნამდვილ თუშურ, გუდაში ტრადიციული მეთოდით მომზადებულ ყველს სულაც არ აქვს ცუდი სუნი, პირიქით, სასიამოვნო არომატით გამოირჩევა.

როდესაც გამოფენებზე ვმონაწილეობდი, პირდაპირ გუდით მქონდა ყველი მიტანილი და როდესაც ვასინჯებდი მას მომხმარებელს, გაკვირვებული იყვნენ და მეკითხებოდნენ, თუ რატომ არ ჰქონდა ცუდი სუნი“ - განაცხადა პაატა აბულიძემ.

პაატა აბულიძემ ევროკავშირის პროექტის, ENPARD-ის მხარდაჭერით კოპერატივი ,,ალაზნისთავი“ შექმნა და ნამდვილი, თუშური გუდის ყველის წარმოების საუკუნოვანი ტრადიცია აღადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები