მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რეგისტრირებული ავტომანქანების მხოლოდ 6%-ია დაზღვეული

5bf3e88f013ac
თამუნა დემეტრაშვილი
20.11.18 14:56
816

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცმებით, ავტოდაზღვევის ბაზარი იზრდება, თუმცა დაზღვეული მანქანების წილი ავტოპარკში ისევ დაბალია და 6%-ს არ აჭარბებს. 

მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიებს ჯამში 79 960 ავტოდაზღვევის მოქმედი პოლისი ჰქონდათ. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 24%-ით, 2016 წლის 9 თვის მაჩენებელს კი 48%-ით აჭარბებს.

დაზღვევის ამ სახეობიდან კომპანიებმა 9 თვეში 64,5 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, ბაზარი კი მათ შორის ასე ნაწილდება: "ალდაგი“-25%, "თიბისი დაზღვევა“ - 24%, "ჯიპიაი ჰოლდინგი“-16%, "ალფა“ და "ირაო“ კი 5-5%, დანარჩენილი 25% კი სხვა კომპანიებზე ნაწილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები