მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში, რეგისტრირებული ავტომობილების 84%-ზე მეტი 10 წელზე ძველია

ავტომობილები

2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში შემზღუდავი ნორმა ამოქმედდება, რომლის შედეგადაც, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოსულ ავტომანქანებს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ ეტაპზე 1.635 მლნ ერთეული ავტომობილია რეგისტრირებული. აქედან, 84.09% 10 წელზე ძველია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ავტომობილების პორტალის მონაცემებით, რეგისტრირებული ავტომობილებიდან 1.375 მლნ ავტომობილი 10 წელზე ადრეა გამოშვებული, 193 717 ათასი ერთეული ავტომობილი 5-10 წლამდეა, 2-5 წლამდეა 42 226 ათასი ერთეული ავტომობილი, 2 წელზე ახალი კი, მხოლოდ 28 435 ათასი ერთეულია.

ასაკი დაუდგენელია 7 271 ათასი ავტომობილის შემთხვევაში.

რეგულაცია, რომელიც 10 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტს ზღუდავს, ივნისში გამოქვეყნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები