მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში რელიგიურ ტურიზმს ტურისტების მხოლოდ 2% ირჩევს"

5b274da8669d5
მარიამ ადამია
18.06.18 10:35
1447
საქართველოში ტურისტების 2% რელიგიურ ტურიზმს ირჩევს – თემაზე ტურიზმის მიმართულების ექსპერტმა ნოდარ გრძელიშვილმა, საქმიანი დილის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია იმ პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც 12 ათასზე მეტი ეკლესია-მონასტერია, ასევე, არის სიწმინდეები - ქრისტეს კვართი და წმინდა ნინოს ჯვარი, რაც რელიგიური ტურიზმის გასავითარებლად კარგ პირობას იძლევა.

"საკმაოდ სერიოზული მუშაობა მოუწევს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ მიმართულებით. მართალია მან გამოუშვა ბროშურა 2016 წელს პილიგრიმების, ანუ რელიგიური ტურიზმით დაინტერესებული ადამიანებისთვის, თუმცა ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია საქართველომ რელიგიური ტურიზმი და საკუთარი პოტენციალი საერთაშორისო გამოფენებზე წარადგინოს, იმისათვის, რომ მსოფლიომ გაიგოს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ – რელიგიური ძეგლისა და სიწმინდეების შესახებ. თუმცა სახელმწიფოს გარდა ამ პროცესებში უნდა ჩაერთოს კერძო სექტორი და საპატრიარქოც", – აღნიშნა ნოდარ გრძელიშვილმა.

მისივე თქმით, სწორი განვითარების პირობებში, საქართველოს აქვს შანსი გახდეს საერთაშორისო პილიგრიმული ცენტრი. ამისათვის კი, საჭიროა ეპარქიებში, სამომლოცველო ცენტრების შექმნა, როგორც ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხდება და სადაც თავს იყრის განსწავლული გიდები, რიმლებიც კვალიფიციურ მომსახურებას უწევენ ტურისტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები