საქართველოში პუერტორიკოელი მომღერლის, რიკი მარტინის კონცერტი გაუქმდა.
საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში არტისტი ქართულ სცენაზე 16 ივლისს უნდა წარმდგარიყო. ღონისძიება რუსთავის ავტოდრომზე იყო დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, კონცერტი მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა.
View this post on Instagram
მოქალაქეების ნაწილმა, ვისაც ბილეთები ჰქონდა შეძენილი, უკვე მიიღო შეტყობინება Biletebi.ge-სგან, რომ თანხა უკან დაუბრუნდებათ.

























