მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში რუსი ბროკერები საქმიანობენ და გამომუშავებული თანხა ქვეყნიდან გადის” - უძრავი ქონების ასოციაცია

64524b33ebefa
ნინი ლონგურაშვილი
04.05.23 09:32
670

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა რუსი მიგრანტების რაოდენობა, რის გამოც თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ბინის ქირაზე ფასები რეკორდულად გაიზარდა. TBC Capital-ი წელს თბილისში ბინის გასაქირავებელი ფასის 53%-ით ზრდას პროგნოზირებს. თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 21%-ით მოიმატებს ბინის გაყიდვის ღირებულება.

BMG-ისთან საუბარში უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ბორდის წევრი, ოთარ კაჭკაჭაშვილი აღნიშნავს, რომ რუსი ბროკერების სიმრავლე სექტორზე  უარყოფითად აისახება, რადგან ის თანხა, რაც საქართველოს ბიუჯეტში უნდა რჩებოდეს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადის. 

“სამწუხაროდ, ეს საქმიანობა დღემდე არ არის დარეგულირებული სპეციალური კანონმდებლობით, რაც გარკვეული ტიპის პრობლემებს ქმნის და არაჯანსაღ კონკურენციას აჩენს საქართველოში მოღვაწე რეალტორების და უძრავი ქონების აგენტების საქმიანობაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბევრი რუსი და ბელარუსი მიგრანტი შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში დროებით საცხოვრებლად, მათ იქირავეს და შეიძინეს უძრავი ქონებები, ჩვენდა სამწუხაროდ, მათ ჩამოჰყვათ გარკვეული ადამიანთა ჯგუფები, რომელთაც თავად გაუწიეს ის სერვისი, რასაც საბროკერო საშუამავლო საქმიანობა ჰქვია, რასაც ქართველები აკეთებენ ბაზარზე და შესაბამისად ის საკომისიო რაც საქართველოში უნდა დარჩენილიყო, მოხდა ამ თანხების ქვეყნიდან გადინება. ამიტომ ვფიქრობ, დასარეგულირებელია თუ ვინ უნდა იყოს რეალტორი და ვინ აგენტი, ამ ბარიერებით ჩვენ შევუწყობთ ხელს, საქარრთველოში გამომუშავებული თანხების ქვეყანაში დატოვებას“, - აღნიშნა ოთარ კაჭკაჭაშვილმა. 

ეროვნული ბანკის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში დეველოპერულ კომპანიებს უძრავ ქონებაზე ფასის მატების საშუალებას აძლევს გაზრდილი მოთხოვნა, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი პირების მხრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები