საქსტატის მონაცემებით, ივნისში საქართველოში საარსებო მინიმუმმა 188 ლარი და 10 თეთრი შეადგინა. ეს მაისში არსებულ 190 ლართან შედარებით 2 ლარით ნაკლებია, თუმცა სხვა თვეებთან შედარებით ივნისის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება.
საქსტატის მიხედვით, საარსებო მინიმუმი ცალკეული კატეგორიების მიხედვით ასეთია:
შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 188.1 ლარი;
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი - 166.6 ლარი;
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 315.5 ლარი;
ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 266.5 ლარი;
სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 299.8 ლარი;
ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 333.1 ლარი;
ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 374.8 ლარი;
ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 443 ლარი.

























