მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საარსებო შემწეობას 427,000 მოქალაქე იღებს

5e3950171d6b9
შოთა ტყეშელაშვილი
04.02.20 15:45
1371
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 427,373-ს შეადგენს. წლის განმავლობაში ამ დახმარების მიმღებთა რაოდენობა ცვალებადი იყო. გასული წლის დასაწყისში საარსებო შემწეობას 442,112 მოქალაქე იღებდა, ეს რაოდენობა 2019 წლის მაისამდე მზარდი იყო და მაისში 467,000-საც გადააჭარბა, მაისიდან კი შემცირება დაიწყო.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 46,300 – ნულიდან ექვს წლამდე ბავშვია, 6-დან 18 წლამდე მოზარდების რაოდენობა კი 103,913-ს შეადგენს. მთლიანობაში არასრულწლოვანთა წილი საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის 35%-ია.

რაც შეეხება გასაცემლის ოდენობას, ის ერთ მიმღებზე თვეში 60 ლარის ფარგლებშია. ჯამურად, საარსებო შემწეობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26-27 მილიონი ლარი იხარჯება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობის სახით 2019 წლის განმავლობაში 319,579,131 ლარი გაიცა.

საარსებო შემწეობა, იგივე მიზნობრივი სოციალური დახმარება, არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

საარსებო მიმღებთა რაოდენობის სრული სტატისტიკა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები