მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში საბანკო სივრცე გარკვეულწილად კარტელურ მოქმედებაშია, ეკონომიკა მონოპოლურია"

57b548ebc8c1f
BM.GE
18.08.16 09:21
1337
"საქართველოში საბანკო სივრცე გარკვეულწილად კარტელურ მოქმედებაშია“, - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზესკონტრაქტი“ “ეროვნული ფორუმის“ წევრმა თემურ მაისურაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართული ეკონომიკის მონოპოლურობა მის განვითარებას უშლის ხელს, რადგან როგორც კერძო ბიზნესი, ასევე ბანკები ერთი და იმავე ადამიანების ხელშია.

"საქართველოში კაპიტალის ბაზრის მიმართულებას სერიოზული განვითარება სჭირდება. საქართველოში ბაზისი, ანუ ეკონომიკაა ძალიან სუსტი და მისი განვითარების გარეშე, უბრალოდ საუბარიც კი, რომ რაღაც შესაძლოა მაღალ დონეზე იქნეს აყვანილი შეუძლებელია, თუმცა ყველაფერს თავისი წილხვედრი და პროპორციული მოქმედებები შეესაბამება. დღეს ბანკების სესხების 53 % კერძო პირების სესხებზე მიდის. მათ შორის 1.4 ვალების რესტრუქტურიზაციაზე მიდის, 2.4 მილიარდი სამომხმარებლო სესხებზე, დანარჩენი კი ქონებით უზრუნველყოფილ კონკრეტულ სესხებზე. წარმოიდგინეთ საბანკო სისტემა, რომელსაც ეკონომიკურ სექტორში ასეთი მონაწილეობა აქვს. რეალურად საქართველოში საბანკო სივრცე გარკვეულწილად კარტელურ მოქმედებაშია. მათ ერთმანეთი სჭირდებათ და ეს უკვე დიდი ხანია ასე მოგვდგამს. საქართველოში ეკონომიკა მონოპოლიურია და ვერ ვითარდება რადგან ბანკები და მათ შორის ბიზნესი ისევ იგივე ადამიანების ხელშია. ჩვენ რაც შეიძლება მეტი ახალი ბიზნესი გვჭირდება და მერე შეიძლება ყველაფერზე საუბარი. სიკვდილ-სიცოცხლის დონეზეა ჩვენს შემთხვევაში კაპიტალიზაციის საკითხი“, - განაცხადა მაისურაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები