"საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო“ საჯარო და კერძო თანამშრომლობის(PPP) შესახებ კანონის შესაბამისად იქმნება. თავად საჯარო და კერძო თანამშრომლობის(PPP) შესახებ კანონი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას და ა.შ.
ახალ სააგენტოს კი სხვადასხვა ტიპის მოვალეოები აქვს:
ა) შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირება და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზება; საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოსთვის შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებაში დახმარების გაწევა;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის კონცეფციის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
გ) უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში მისთვის საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, შერჩევის პროცესის შესაბამისი დოკუმენტაციის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარების გაწევა;
დ) საჭიროების შემთხვევაში, მცირე პროექტთან დაკავშირებით ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;
ე) საჭიროების შემთხვევაში, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კონსულტანტის შერჩევის, დაქირავებისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
ვ) შესაბამის ქმედებათა უფლებამოსილ ორგანოსთან კოორდინირება, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვა;
ზ) ინსტიტუციური პოტენციალის განვითარების მიზნით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში უფლებამოსილი ორგანოს ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
თ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა;
ი) სტანდარტული დოკუმენტების ფორმების, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების სტანდარტული მუხლების, შემუშავება.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ¬-მინისტრის წინაშე.

























