ქართული ინოვაციების კომპანია დეკემბერი32, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი და პოლონური დრონების მწარმოებელი სპექტერ სოლუშენსი პარტნიორობას იწყებენ. ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით გუნდი “ჰორიზონტი ევროპისა” და სხვა საინვესტიციო მექანიზმებით საქართველოში კვლევების, პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას გეგმავს. სამიზნედ კი საქართველოს ახალი თაობის სამოქალაქო საავიაციო ინდუსტრიის განვითარებაა განსაზღვრული. ამავე დროს ერთობლივი საქმიანობის უფრო ფართო მიზანია საქართველოში საჯარო სერვისებისთვის დრონების დანერგვა. კონცეფცია მოიცავს მრავალმხრივი ვერტიკალური აფრენისა და დაფრენის (VTOL) დრონების განლაგებას ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო სამსახურის მისიების შესასრულებლად - საძიებო-სამაშველო სამუშაოების, კატასტროფებზე რეაგირების, ელექტროგადამცემი ხაზების და სტრატეგიული ობიექტების შემოწმებისა და სამედიცინო დახმარების მიწოდების ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდა.
რას ცვლის ეს პარტნიორობა და როგორია ერთობლივად მუშაობის გეგმის შედეგებზე ორიენტირი?
სტუმარი: ნიკა თიკანაშვილი - საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში;