დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით სამჯერადი რეინფიცირების შემთხვევები არ ფიქსირდება. ამის შესახებ მან NCDC-ის მიერ გამართულ ყოველკვირეულ ვებინარზე განაცხადა.
„კლასიკური პროტოკოლით ორჯერადი რეინფიცირების შემთხვევების 6-7ფაქტი დადასტურებული გვაქვს, ხოლო დაახლოებით 70-80 რეინფიცირების შემთხვევა კვლევაშია, მაგრამ სამჯერადი რეინფიცირება არცერთი არ არის,“ - განმარტა ამირან გამყრელიძემ.


























