საქართველოში სამშენებლო-დეველოპერული სექტორის დასაქმების პირველი ფორუმი გაიმართა
BM.GE
12.12.22 09:54
• 611
გასულ უქმეებზე სამშენებლო-დეველოპერული სექტორის დასაქმების ფორუმი ჩატარდა. 10 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში უძრავი ქონების წამყვანი კომპანიები და ამ სფეროში დასაქმების მსურველები ერთმანეთს შეხვდნენ. ფორუმის მიზანი დამსაქმებლებსა, სტუდენტებს და სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში დასაქმების მსურველებს შორის შეხვედრის ორგანიზება იყო. ფორუმში მონაწილეობა უნივერსიტეტებმა, დამსაქმებელმა კომპანიებმა და რეკრუტერებმა მიიღეს. მონაწილე კომპანიებმა დაინტერესებულ სტუდენტებს, ახლად კურსდამთავრებულებს და სამსახურის მაძიებლებს მიმდინარე ვაკანსიები გააცნეს. სექტორული დასაქმების პირველი ფორუმი უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია FIABCI-Georgia-ს, უძრავი ქონების #1 ჰაბ Property Georgia-ს და მშენებლობის მართვის კომპანია CMC-ის ორგანიზებით ჩატარდა.