საქართველოში კომპანია Samsung-ის პროდუქციას მთლიანი მობილური აბონენტების მესამედი ანუ 33,77% იყენებს და მათი რაოდენობა 1 736 455-ს მომხმარებელს უტოლდება, რაც სხვა ბრენდებთან შედარებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მწარმოებლების მიხედვით, მობილური აპარატების განაწილების რეიტინგში Apple-ის პროდუქციაც მოხვდა, რომლესაც საქართველოში 665,474 მომხმარებელი ჰყავს, რაც დაახლოებით, 13%-ს შეადგენს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, არსებულ მობილურ აპარატებს შორის, ლიდერ სამეულში Microsoft/Nokia-ც მოხვდა, რომელსაც 729,379 ადამიანი იყენებს ყოველდღიურად და ეს მაჩვენებელი მთლიანი მობილური აბონენტების 14.19%-ია.
მომხმარებლები არ აკლია ქვეყანაში არც ჩინურ ტექნოლოგიებს, მათ შორისაა HUAWEI –502, 646 მფლობელით და LENOVO-ს 172,102 მომხმარებელია დათვლილი.
ტაივანური HTC-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანახმად, 43.356-ია. ჩინურ ZTE -ს კი, ქვეყანაში 23,500 ადამიანი იყენებს.
რაც შეეხება სხვა ბრენდების მობილურ აპარატებს, ამ კატეგორიაში მობილური მომსახურების 1.736.455 აბონენტი ხვდება, რაც მთლიანობაში აბონენტთა საერთო რაოდენობის 20.93%-ს უტოლდება.

























