მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში სამთო საფეხმავლო მარშრუტების ქსელის მონიშვნის ქართული სტანდრატი შემუშავდა

5853db70d55ab
BM.GE
16.12.16 16:16
1220
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, საქართველოში სამთო საფეხმავლო მარშრუტების ქსელის მონიშვნის ქართული სტანდრატი შემუშავდა.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ყველა სამთო საფეხმავლო მარშრუტის გეგმარება და მარკირება სტანდარტით განსაზღვრული წესების მიხედვით მოხდება, რომელიც ეროვნულ რეგლამენტად საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, პროექტი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შემუშავდა. ამ ეტაპზე 6 რეგიონის შესწავლაა დასრულებული. უკვე მარკირებულია ზემო სვანეთში არსებული და ზემო სვანეთის-სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ბილიკები.

„ამ ეტაპისთვის მზად არის 156 მარშრუტის პროექტი, რომელიც 6 რეგიონს მოიცავს.  2017 წელს მას 2 რეგიონი დაემატება. 4 წლის შემდეგ კი 8 რეგიონის მარშრუტები სრულად იქნება მარკირებული“, - აღნიშნა ჩოგოვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები