მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საქმიანობის უფლება მხოლოდ სერთიფიცირებულ გიდებს ექნებათ

5be93493e6c80
თათია ჩაფიჩაძე
12.11.18 12:05
6996
2019 წლის პირველი ნახევარიდან საქართველოში საქმიანობის უფლება მხოლოდ სერთიფიცირებულ გიდებს ექნებათ. ტურიზიმის ეროვნული ადმინისტრაცია შესაბამის ასოციაციებთან და დამოუკიდებელ გიდებთან კონსულტაციებს იწყებს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ იგეგმება სხვადასხვა ენების მცოდნე პირების გიდებად გადამზადება, რათა საზღვარგარეთიდან ჩამოსულებმა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არასწორი ინფორმაცია არ გაავრცელონ.

ასევე ცნობილია, რომ გიდების მოღვაწეობა ტერიტორებისა და სფეროების მიხედვით გაიყოფა, მათთან დაკავშირება კი ერთიანი ბაზაში იქნება შესაძლებელი. თუმცა პასუხი კითხვაზე როგორ მოხდება მათი გაკონტროლება, ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

"ტურიზმის სფეროში გაჩნდა ბევრი გამოწვევა მათ შორის გიდებთან მიმართებითაც. ერთის მხრივ რომ სამუშაოს არ ართმევდნენ ქართველ გიდებს და ამავდროულად ის პრობლემა, რომ უცხოელი გიდების შემთხვევაში რა ინფორმაციას გადასცემენ იმ ტურისტულ ჯგუფებს რომელსაც ემსახურებიან არ ვიცით. სხვადასხვა ასოციაიცების მხრიდან გვაქვს დაკვეთა, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ მიმართულებით დარეგულირების საკითხში. გაერთიანებული შეხვედრების შედეგად ჩვენი ამოცანაა, რომ ის ნაბიჯები რომელსაც სახელმწიფო გადადგამს, კოორდინირებული იყოს ტურიზმის კერძო სექტორთან."- გამაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე კი თვლის, რომ გიდების სერთიფიცირება დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერებს გააჩენს, მთავარი ხარვეზი კი გაკონტროლების ნაწილში გაჩნდება. სიდამონიძე აცხადებს, რომ ამ კუთხით რეგულაციებზე ეფექტური განათების მიმართულებით რეფორმების გატარებაა.

"ეს არის ზედმეტი ბიუროკრატია. ბევრი ქვეყანა ასეთი ტიპის ბიუროკრატიას აუქმებს იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ ეხმარება განვითარებას. მეორე ეს არის კორუფციის წყარო და მესამე ამის გაკონტროლება ვერ მოხდება. ტურის გამყოლად დაირქმევენ თავს და გიდობის ფუნქციას შეითავსებენ."- თვლის სიდამონიძე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარში საქართველოში გიდების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი იმართება. სავარაუდოა, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო პრაქტიკის სრულყოფილი ანალიზი და ქართულ რეალობაზე მორგების დეტალები, კონგრესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები