მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საშუალო ხელფასი თვეში 1125 ლარი და 50 თეთრია

5c175e06b58b9
BM.GE
17.12.18 13:30
811
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1125.5 ლარი იყო. ეს ერთი წლის წინ არსებულ მაჩვენებელს 56 ლარით აღემატება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ყველაზე მაღალი ხელფასები საბანკო სფეროშია და საშუალოდ თვეში 2354 ლარს შეადგენს.

საქსტატი ამ სტატისტიკის აღრიცხვას 2007 წლიდან ახდენს; გასული 11 წლის განმავლობაში საფინანსო საქმიანობა ყოველთვის ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი სფერო იყო.

საშუალო ხელფასები საქმიანობის სახეების მიხედვით:

განათლება - 586 ლარი თვეში;
სოფლის მეურნეობა - 702 ლარი თვეში;
სასტუმროები, რესტორნები - 906 ლარი თვეში;
კომუნალური და სოციალური მომსახურების გაწევა - 913 ლარი თვეში;
დამამუშავებელი მრეწველობა - 960 ლარი თვეში;
ჯანდაცვა - 985 ლარი თვეში;
ვაჭრობა - 1028 ლარი თვეში;
სახელმწიფო მმართველობა - 1320 ლარი თვეში;
ენერგეტიკა - 1329 ლარი თვეში;
სამთომომპოვებელი მრეწველობა - 1359 ლარი თვეში;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1402 ლარი თვეში;
მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა - 1482 ლარი თვეში;
მშენებლობა - 1721 ლარი თვეში;
საფინანსო საქმიანობა - 2354 ლარი თვეში.

რაც შეეხება სხვაობას კაცებისა და ქალების საშუალო ხელფასებს შორის, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კაცების მიერ მიღებული ხელფასების საშუალო მაჩვენებელი თვეში 1360 ლარია, ხოლო ქალების მიერ მიღებული ხელფასი საშუალოდ 851 ლარია.

წარმოდგენილი სტატისტიკა აჩვენებს, რომ საშუალოდ, ქალები უფრო დაბალანაზღაურებად პოზიციებზე არიან, ვიდრე - კაცები.

შენიშვნა: აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებიდან არის შემდგარი, შესაბამისად, ის არ მოიცავს ინფორმაციას, იმ ათასობით ადამიანის საშუალო შემოსავლის შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ სექტორში არაფორმალურად, კონტრაქტის გარეშე მუშაობენ ან წარმოადგენენ თვითდასაქმებულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები