2018 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 137 ლარი შეადგინა. PMCG კვლევის მიხედვით, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი, თბილისში დაფიქსირდა-157 ლარი. (საშუალოზე 15%-ით მაღალი).
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 232 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა მსგავსად, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის თბილისში დაფიქსირდა-261 ლარი (საშუალოზე 13%-ით მაღალი).
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მაისში 399 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 610 ლარი შეადგინა, კახეთში - 358 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 354 ლარი, ხოლო აჭარაში - 269 ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მაისის თვეში 72 ლარი შეადგინა. მაისში, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში დაფიქსირდა. რაც შეეხება ბინებს(apartments), Airbnb-ის მიხედვით, მაისში, საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქს შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ბათუმში დაფიქსირდა-$48, შემდეგ მოდის თბილისი-$44, ფოთი-$42, ქუთაისი-$28 და რუსთავი-$20.
სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის მაისში, აპრილის თვესთან შედარებით, უმნიშვნელოდ 0.9%-ით გაიზარდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად აჭარაში გაიზარდა (6.5%-ით), ფასები ყველაზე მეტად კახეთში შემცირდა (8.1%-ით).

























