მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში, საწარმოთა 70% სოციალურ მედიას საერთოდ არ იყენებს - საქსტატი

სოციალური ქსელი facebook instagram ფეისბუქი ინსტაგრამი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საწარმოებში გამოკვლევის ძირითადი შედეგების კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 94.4%-ს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან.

ამასთან, საწარმოთა 72.6% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.

საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 29.6%, ხოლო საწარმოთა 70% საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს.

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საწარმოებში დასაქმებულთა 21.4% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, განისაზღვრა 13.2%-ით.

ინტერნეტთან კავშირის საშუალო სიჩქარე საწარმოებში, 2023:

  • 35.8% - 10 - 30 MBIT/S;
  • 26.2% - 30- 100 MBIT/S;
  • 14.7% - 2 - 10 MBIT/S;
  • 11% - 100- 500 MBIT/S;
  • 5.5% - 500 - 1 GBIT/S;
  • 4.6% - არანაკლებ 1 GBIT/S;
  • 2.2% - 2 MBIT/S-ზე ნაკლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები