მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში საწვავი 2-5 თეთრით გაძვირდა - როგორია მოლოდინები?

საქართველოს ბაზარზე საწვავი ძვირდება. მსხვილი ბენზინგასამართი სადგურების ნაწილში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ნავთობპროდუქტებზე ფასი დაახლოებით 2-5 თეთრითაა გაზრდილი. იმპორტიორები ქართულ ბაზარზე საწვავის გაძვირებას გლობალურად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდას უკავშირებენ. საერთაშორისო ბირჟებზე ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება ბოლო 1 თვეში 14%-ითა 90 დოლარამდეა გაზრდილი. დარგის წარმომადგენლების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე საქართველოში საწვავი დამატებით 10-15 თეთრით გაძვირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები